ოზურგეთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ძარცვის მიზნით დააზიანეს

ოზურგეთში „საქართველოს ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ძარცვის მიზნით დააზიანეს. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შსს-ში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და წაღებული თანხის რაოდენობა დგინდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები