ავჭალაში ორი ახალგაზრდა დაჭრეს – ბრალდებული დაკავებულია

სამართალდამცველებმა ავჭალაში, ორი ახალგაზრდის დაჭრაში ბრალდებული ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით აღიძრა, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შემთხვევა, რამდენიმე საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ორივე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ერთ-ერთი მათგანი კლინიკა “ლანცეტში” მოათავსეს. მას ბარძაყის, ფილტვისა და ზედა კიდურის არეში დაზიანებები აღენიშნება. დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა და ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. მეორე დაჭრილი კი ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები