სენსაცია: ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ მარსზე წყალი აღმოაჩინა (ფოტოკოლაჟი)
ამერიკელმა ასტრონომებმა მარსზე წყალი აღმოაჩინეს, – ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია, იციან მარსზე გაყინულ მდგომარეობაში წყლის არსებობის შესახებб თუმცა თხევად მდგომარეობაში წყლის აღმოჩენის ყველა მცდელობა აქამდე უშედეგო იყო.
მარსზე წყლის აღმოჩენის შემთხვევაში, იქ სიცოცხლის შენარჩუნების შანსები ბევრად გაიზრდება. როგორც ამერიკელი მეცნიერების კვლევამ დაადგინა, წყალი თხევად მდგომარეობაში ზაფხულობით არის დაფიქსირებული და ის მთებიდან მდელოებზე მიედინება. სწორედ მდინარეების კალაპოტების მიხედვით, ასტრონომებმა დაადგინეს, რომ „წითელ პლანეტაზე“ წყალი არა მარტო ყინულის სახით, არამედ თხევად მდგომარეობაშიც არსებობს.
2015 წლის ივლისში, ორბიტალური აპარატ HiRISE -ს კამერებმა წითელ პლანეტაზე დაახლოებით 536 მეტრის სიგრძის მონაკვეთი დააფიქსირეს, რომელზეც კარგად ჩანს ყინულოვანი ფენები. სავარაუდოა, რომ ყინულის კანიონებმა მიწისქვეშა წყლები წარმოშვა. თუმცა, მათი ქიმიური შემადგენლობა მეცნიერებისთვის ამ დრომდეც კვლავ საიდუმლოა. „ნასა“-ს მეცნიერების აზრით, კანიონების სიღრმეში, შესაძლოა წყლის გარკვეული მოცულობა არსებობდეს. მეცნიერები ამბობენ, რომ მარსზე წყლის არსებობა იძლევა საფუძველს ვარაუდისა, რომ იქ სიცოცხლე იყო.