მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
მთავარი პროკურატურა, შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას ძმის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 28 სექტემბერს ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ს 332-ე მუხლით“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას ძმა, რომელმაც მოძრაობის წესი დაარღვია, პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა გიორგი ბაბუნაშვილმა გააჩერა, თუმცა მან საპატრულო პოლიციის თანამშრომელს „სპეცსაშვი“ ე.წ. “ნარუშილოვკა ” წარუდგინა.