შსს-მ აბაშიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც „კვირას“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე სროლის შედეგად 2 პირი დაიჭრა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, უცნობმა მამაკაცმა შავი ფერის ჯიპის მანქანას, სადაც რამდენიმე პირი იჯდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაახლოებით 5 ტყვია ესროლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორივე დაჭრილი პირი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.