აბაშიძის ქუჩაზე ორი მამაკაცი დაჭრეს
ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე სროლის შედეგად 2 პირი დაიჭრა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, უცნობმა მამაკაცმა შავი ფერის ჯიპის მანქანას, სადაც რამდენიმე პირი იჯდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაახლოებით 5 ტყვია ესროლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამჟამად, პაციენტს ოპერაციისთვის ამზადებენ. „კვირას“ ინფორმაციით, შემთხვევის დროს დაჭრილი მეორე პირის მდგომარეობა მძიმეა, ის აბაშიძის ქუჩიდან შემთხვევით გამვლელმა ავტომანქანით იმავე საავადმყოფოში მიიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტს ადასტურებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიჭრა.