კახა კალაძე: დაველოდოთ 1-ელ ოქტომბერს და შემდეგ გავაკეთოთ შეფასებები

ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე პრემიერ-მინისტრის გაერო-ში გამოსვლას მას შემდეგ შეაფასებს, რაც ირაკლი ღარიბაშვილი, გენერალურ ასამბლეაზე, სიტყვით ოფიციალურად გამოვა.
როგორც ჟურნალისტებს მინისტრმა განუცხადა, პრემიერი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით, პირველ ოქტომბერს გამოვა.
“პრემიერ-მინისტრის ოფიციალური გამოსვლა 1-ელ ოქტომბერს იქნება, როდესაც გენერალური ასამბლეა ოფიციალურად გაიხსნება. ჩვენ დაველოდოთ 1-ელ ოქტომბერს და შემდეგ გავაკეთოთ შეფასებები”, – განაცხადა კახა კალაძემ.
გაერო-ს 2015 წლის მდგრადი განვითარების სამიტზე, 26 სექტემბერს მსოფლიოს ლიდერებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც გამოვიდა სიტყვით. 2015 წლის შემდგომი განვითარება – ეს იყო მთავარი თემა, რაზეც მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები