პოლიციამ გაუჩინარებული ბოინგის პილოტების სახლები გაჩხრიკა
მალაიზიის პოლიციამ დაკარგული “ბოინგ 777”-ის პილოტების სახლები გაჩხრიკა. ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს. მალაიზიის პოლიციამ სახლის ჩხრეკვის, ოჯახური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოძიების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ აფრენიდან რამდენიმე საათში თვითმფრინავში შეგნებულად გამორთეს კომუნიკაციის სისტემა, რის შემდეგაც “ბოინგმა” 7 საათი იფრინა.
შეგახსენებთ, მალაიზური “ბოინგი” 8 მარტს გაუჩინარდა. ბორტზე 239 ადამიანი იმყოფებოდა. ბოინგი რეისს მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურიდან პეკინის მიმართულებით ასრულებდა.