რუსეთის ყოფილ საელჩოსთან ორი პირი დააკავეს
თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან “ევრაზიული არჩევანისა” და “თავისუფალი ზონის” წარმომადგენელთა ურთიერთსაწინააღმდეგო აქციაზე 2 პირი დააკავეს.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, აქციის მონაწილე პირები წვრილმანი ხულიგნობის მუხლით არიან დაკავებულები.
რუსეთის ყოფილ საელჩოსთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც “თავისუფალი ზონის” წარმომადგენლებმა “ევრაზიული არჩევანის“ ბანერი დახია.