კახეთის გზატკეცილზე მანქანა ამობრუნდა (ფოტოკოლაჟი)
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც “კვირას” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, “ოპელის” მარკის მსუბუქი ავტომობილი, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადა. როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.