თურქეთში საზარელი ავარია მოხდა (ფოტოკოლაჟი)
თურქეთში მომხდარი საზარელი ავარიის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. ერთმანეთს მინივენი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.
ავარია ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, პროვინცია ნიგდეში მოხდა. დასახლება ალთუნსიხართან ერთ-ერთი ავტომობილი მოძრაობის საპირისპირო მხარეს გადავიდა და სწორედ ამან გამოიწვია შეჯახება.
მთლიანად ავტოსაგზაო შემთხვევაში 14 ადამიანი მოხვდა, ავარიის შედეგად მხოლოდ ერთი მათგანი გადარჩა. ადგილზე გარდაიცვალა 11 ადამიანი, კიდევ ორი – საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. დაღუპულთა შორის 4 ბავშვია.
ყველა დაღუპული თურქეთის მოქალაქეა. მიმდინარეობს გამოძიება.