პრობლემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ისე – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი საკითხები.
„ყველა წარმოდგენილი საკითხის გადაწყვეტა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ნორმების ფარგლებში ჯდება“
– განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, კომისიამ შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღო. “გავითვალისწინეთ იმ კომპანიების მდგომარეობა, რომლებსაც წინა ხელისუფლების დროს შეექმნათ პრობლემები და ასაქმებენ ადამიანებს. გარკვეული გადაწყვეტილებები მათ სასარგებლოდაც იქნა მიღებული, რათა ხელი არ შეეშალოთ ფუნქციონირებაში და განაგრძონ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი საქმიანობა,“ -აღნიშნა მინისტრმა.
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის სხდომაზე სამი საკითხი განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები