თბილისში სასწრაფო დახმარების მანქანას „ვოლგა“ დაეჯახა – ფოტოკოლაჟი
თბილისში, რუსთავის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც „კვირას“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, გამოძახებიდან დაბრუნებისას, სასწრაფო დახმარების მანქანას საპირისპორო მიმართულებით მოძრავი „ვოლგა“ დაეჯახა.
წინასწარი ინფორმაციით, „ვოლგის“ მძღოლს საჭესთან ჩაეძინა, სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს გადავიდა და სასწრაფოს მანქანას შეეჯახა. შემთხვევა დღეს დილით, გამთენიისას მოხდა.
„რომ არა სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლის პროფესიონალიზმი და მგზავრობისას უსაფრთხოების ღვედების გამოყენება, ავტოავარია შესაძლოა, მძიმე შედეგით დასრულებულიყო”,- აცხადებენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში.