დათა ახალაიას წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულებს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსნებს – ლევან ქარდავას და გიორგი მაზმიშვილს აღკვეთი ღონისძების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ასევე წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა დავით ახალაიას – ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე. გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 369-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ათიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები