პატრიარქი: მიუხედავად იმ გაჭირვებისა, რომელიც თქვენ გამოიარეთ, არ უნდა დაკარგოთ იმედი და რწმენა (ფოტოკოლაჟი)

მიუხედავად იმ გაჭირვებისა, რომელიც თქვენ გამოიარეთ, არ უნდა დაკარგოთ იმედი, არ უნდა დაკარგოთ რწმენა და სიყვარული, – ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შინდისში, იმ ტერიტორიაზე მყოფ საზოგადოებას, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.
ილია მეორემ ეკლესია და ტერიტორია აკურთხა.
“მიუხედავად იმ გაჭირვებისა, რომელიც თქვენ გამოიარეთ, არ უნდა დაკარგოთ იმედი, არ უნდა დაკარგოთ რწმენა და სიყვარული. ღმერთმა ინებოს, რომ მალე განთლიანდეს საქართველო, მალე დაბრუნდეს ჩვენი მიწა-წყალი და ის მწუხარება, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, სიხარულად გადაიქცეს”,- ბრძანა უწმინდესმა.
ღონისძიებაზე წმინდა სინოდის წევრები, პარლამენტის დეპუტატები, ადგილობრივი მთავრობა, დაღუპული გმირების ოჯახების წევრები და ახლობლები იყვნენ.
„ჩვენ ორი წლის წინ დავიწყეთ, პატრიარქის ლოცვა კურთხევით ამ ტაძრის მშენებლობა. დღეს უკვე დასრულებულია, დარჩენილია კიდევ პატარ-პატარა სამუშაოები, რომლებიც უახლოეს დღეებში იქნება დასრულებული. დღეს, აქ, პატრიარქმა პარაკლისი გადაიხადა 2008 წლის ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ბიჭებისთვის. ეს ტაძარი ამ ბიჭების ხსოვნას ეძღვნება, გარდაცვლილების მოსაგონებლად იქნა აშენებული“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ პროექტ „შინდისის გმირების” ავტორი რუსთაველის თეატრის მსახიობი, ედმონდ მინაშვილია.
ასევე, პროექტის ფარგლებში, საქველმოქმედო ფონდ „კალას“ დაფინანსებით აშენდა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და გადაღებულია დოკუმენტური ფილმი – „შინდისის გმირები”. 17 გმირის სახელზე აიგო ბრინჯაოს მონუმენტი.

12023013_419248901603834_367983004_n

12025564_419248908270500_878706376_n

12029011_419248931603831_1621397317_n

12030796_419248914937166_1035879908_n

12030808_419248894937168_1733755566_n

12032332_419248881603836_1622909585_n

12032488_419248888270502_742131852_n

12033428_419248911603833_299757798_n

12033786_419248874937170_1051403512_n

12041957_419248871603837_2104744815_n

12041992_419248884937169_884673009_n

12048673_419248891603835_1600655174_n

12048693_419248878270503_972680738_n

12053161_419248898270501_943015236_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები