აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოვლინდა

  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, აჭარაში, კერძოდ ხულოს რაიონში, პრევენციული ღონისძიების გატარებისას, ხე-ტყის უკანონო მოპოვების, გადამუშავების და ტრანსპორტირების ექვსი ფაქტი გამოვლინდა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, აქედან ხუთი უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო დაილუქა, ხოლო მათ მიერ უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი ჯიშის მორები 10 კუბური მეტრის მოცულობით, კონფისკაციას დაექვემდებარა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი ადმინისტრაციული ოქმები და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოებს. მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დღემდე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გამოვლინდა გარემოსდაცვითი კანონდარღვევის 1262 ფაქტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები