ჯონ სტაინბეკის წიგნის – „თაგვებსა და ადამიანებზე“ პრეზენტაცია გაიმართება
23 სექტემბერს, 19:00 საათზე, გამომცემლობა „არტანუჯი“ მოძრაობის თეატრში ჯონ სტაინბეკის წიგნის – „თაგვებსა და ადამიანებზე“ (მთარგმნელი გვანცა ჯობავა) – პრეზენტაციას გამართავს.
წიგნი ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით გამოიცა. მოძრაობის თეატრის მსახიობების, ლაშა რობაქიძის და ელიზბარ ჩხეიძის მიერ გათამაშდება ფრაგმენტი წიგნიდან. ასევე: ვიდეოინსტალაცია, სადაც საზოგადოება იხილავს კადრებს ამავე წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმიდან (მთავარ როლში ჯონ მალკოვიჩი).
ღონისძიების დასრულების შემდეგ, 22:00 საათზე თეატრი გთავაზობთ არგენტინული ტანგოს საღამოს, სადაც შეგიძლიათ უფასო გაკვეთილსაც დაესწროთ.