კაფე „144 საფეხურში“ ცოცხალი ბლუზის საღამო გაიმართება
23 სექტემბერს, 20:00 საათზე, კაფე „144 საფეხურში“ ცოცხალი ბლუზის საღამო გაიმართება. საღამოზე მსმენელისთვის ქართული ბლუზის ლეგენდა ვოვა მოგელაძე და მისი „ბლუზ მობილ ბენდი“ დაუკრავს. შესრულდება პოპულარული ბლუზური კომპოზიციები. კონცერტის მეორე ნაწილში გაიმართება ჯემ სეშენი. საღამოზე დასწრება თავისუფალია.
ბენდის შემადგენლობაში არიან: ვოვა მოგელაძე – გიტარა, ვოკალი; ვაჟა ჩახუნაშვილი – ბასგიტარა; დავით ბარნაბიშვილი – დასარტყამი ინსტრუმენტები; ვალერი ხომერიკი – ჰარმონიკა.