„საქართველოს სინფონიეტა“ – საგასტროლო ტურნე
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 22-27 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ საგასტროლო ტურნეს საქართველოს ექვს რეგიონში გამართავს. დაგეგმილია ბაროკოს მუსიკის კონცერტები, რომელსაც მაესტრო კრისტოფ მეიერი უხელმძღვანელებს. მსმენელი გაიზიარებს ევროპული საშემსრულებლო ხელოვნების ისტორიულ ტექნიკას და მოისმენს ბაროკოს ეპოქის ავთენტურ ჟღერადობას. საგასტროლო ტურნეს დასკვნითი კონცერტები წინანადალსა და თბილისში გაიმართება.