თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
22 სექტემბერს, 15:00 საათზე, კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის შესახებ გაიმართება, რომელიც 10-18 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თელავში ჩატარდება.
პრესკონფერენციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ფესტივალის დირექტორი თამარ ლორთქიფანიძე გაუძღვებიან. ღონისძიებას მევიოლინე თამაზ ბათიაშვილიც დაესწრება.