ზესტაფონის სახელმწიფო დრამატული თეატრი თეატრალურ სეზონს პრემიერით ხსნის
ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი 2015 -2016 წლების თეატრალურ სეზონს პრემიერით ხსნის.
22 სექტემბერს, 18:00 საათზე მაყურებელს შეუძლია ნინო მირზიაშვილის „მაცეკვე ტანგო“ ნახოს. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია მამუკა ტყემალაძე.
წარმოდგენის მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის ანა მურღულიას, დამდგმელი მხატვარია თამარ გურგენიძე, მხატვარი – ნათია ბერაძე, ქორეოგრაფი – საბა ჩალხაშვილი, ტექნიკური რეჟისორი – მარი აბესაძე.
მონაწილეობენ მსახიობები: ნინო აბესაძე (უფროსი), ნინო აბესაძე (უმცროსი), ზურაბ აბესაძე, თემურ ფირცხალაიშვილი, ნიკოლოზ კობახიძე, თემურ ქველიაშვილი.