ეკა ბესელია: პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო კეზერაშვილს არ გაამართლებდა

ჩვენ ვაძლევთ სასამართლოს შესაძლებლობას, რომ მათ მოსახლეობას მისცენ სამართალი, – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი, ეკა ბესელია “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების განცხადებას, რომლის მიხედვით ხელისუფლება უხეშად ერევა სასამართლო სისტემასა და სასამართლო გადაწყვეტილებების გამოტანაში.
ბესელიას თქმით, სასამართლოს მიერ კეზერაშვილის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი საკმარისი საფუძველია იმისა, რომ არც უგულავას და არც სხვა საქმეებში ხელისუფლება არ ჩარეულა სასამართლო სისტემაში.
“თუ სასამართლო განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებული იყო, კეზერაშვილის მიმართ რატომ დადგა გამამართლებელი ვერდიქტი?! ჩვენ სასამართლო გადაწყვეტილებებს ვაკვირდებით და ვხედავთ, რომ არასოდეს საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არასდროს არ დამდგარა, ასეთ გადაწყვეტილებებს დღეს ჩვენ ვხედავთ სასამართლო სისტემაში. ჩვენ ვაძლევთ სასამართლოს შესაძლებლობას, რომ მათ მოსახლეობას მისცენ სამართალი”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები