არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის განკუთვნილი ქართული ენის კურსები დასრულდა

სართიჭალისა და ყვარელწყალის საზოგადოებრივ ცენტრებში არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის განკუთვნილი ქართული ენის კურსები დასრულდა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული კურსი საგანგებოდაა შედგენილი და მისი ხანგრძლიობა 22 საათს შეადგენს. სართიჭლას საზოგადოებრივ ცენტრში ართული ენის კურსი თერთმეტი თხუთმეტ წლამდე იმ მოსწავლისთვის განხორციელდა, რომლებსაც უკვე გააჩნიათ ქართული ენის საბაზისო ცოდნა, წერისა და კითხვის უნარები, მაგრამ უჭირთ სწორი მეტყველება.
სააგენტოს ცნობით,კურსი სწორედ გამართული მეტყველების ჩამოყალიბებისთვისაა შედგენილი და მსმენელებს ქართულად კომუნიკაციის უნარების განვითარებაში ეხმარება.
რაც შეეხება ყვარელწყალის საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარებულ ქართული ენის კურსს, ჯგუფი ძირითადად დუისის, პანკისის და ომალოს მოსახლეობით იყო დაკომპლექტებული, რომელთაგან უმრავლესობა სკოლის მოსწავლეა.
„ქართული ენის კურსისთვის შერჩეული მონაწილეები ქართული ენის საბაზისო უნარებს დაახლოებით ერთნაირ დონეზე ფლობენ, თუმცა ყვარელწყალში არის რამდენიმე მსმენელი, რომლებმაც ქართული საერთოდ არ იციან. იმის გამო, რომ ქართული ენის შესწავლის მიმართ ძალიან დიდი სურვილი და მოლოდინი იყო, იმ მსმენელებისთვის, რომლებსაც საბაზისო ცოდნა არ გააჩნიათ, ტრენერი სპეციალური, მათზე მორგებული პროგრამით გაატარებს კურსს. ქართული ენის შემსწავლელი ანალოგიური კურსი დღეიდან უკვე ფოკაშიც დაიწყება,“- განაცხადა სერვისების განვითრების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა.
ცნობისთვის, პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება და მის მიზანს, კონკრეტული რეგიონის სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინტეგრაცია, ასევე ენობრივი ბარიერის დაძლევით მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები