ნასტასია კინსკი ბათუმშია

 

ცნობილი გერმანელი მსახიობი, ნასტასია კინსკი ბათუმს ესტუმრა. კინსკი კინოფესტივალ „ბიაფს“ მოწვეული სტუმრის სტატუსით დაესწრება.

მსოფლიო კინემატოგრაფიაში მსახიობს დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ნასტასია კინსკი “ბიაფის” წლევანდელი ლაურეატია. „ბიაფის“ დახურვის საზეიმო ცერემონიალზე დაჯილდოება გაიმართება. დღეს კინომსახიობმა ფესტივალის ფარგლებში მასტერ-კლასი ჩაატარა.

„ნასტასია კინსკი არის საპატიო სტუმარი ბათუმის კინოფესტივალის. ის ჩვენი მოწვევით ჩამოვიდა. ფესტივალის დირექტორი ესწრებოდა სხვა ფესტივალს, სადაც იმყოფებოდა ნასტასია კინსკი, მოხდა მისი მოწვევა, შემდეგ გაგრძელდა მიმოწერა და საბოლოოდ დათანხმდა, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან საინტერესო მოვლენაა, იმიტომ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი მსახიობია. როგორც იცით, დახურვის ცერემონიალზე ვგეგმავთ, რომ გადავცეთ ჯილდო მსოფლიოს კინოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და სამსახიობო ოსტატობისთვის“, – განაცხადა „ბიაფის“ დამფუძნებელმა.

ნასტასია კინსკი ამ დრომდე სატელევიზიო ინტერვიუსგან თავს იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები