სოფელ ქვემო ჭალაში უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა

 

კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში მოსახლეობის უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა. ადგილობრივებს პროფილაქტიკური კვლევები ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა ჩაუტარეს.

პროცესს ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე დაესწრო.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უფასო სამედიცინო პროფილაქტიკურ გასინჯვებში საზღვრისპირა სოფლების 2700 მოსახლე ჩაერთო. მათ სამედიცინო მომსახურება ცენტრის 15 სხვადასხვა პროფილის მედიკოსმა გაუწია. ადგილობრივებს უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდათ. საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.

უფასო, მრავალპროფილური სამედიცინო გასინჯვების აქცია საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის რეჟიმის დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება. იგი პერმანენტული ხასიათისაა და მთელ ქვეყანას მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები