სამ უნივერსიტეტში რეაბილიტაცია დასრულდა

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში სარეაბილიტაციო და აღჭურვით სამუშაოებს აფინანსებს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ბევრ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უკვე დასრულებულია რამდენიმეტაპიანი აღდგენითი სამუშაოები, ნაწილი აღიჭურვა თანამედროვე ლაბორატორიებითა და უნიკალური საკვლევი დანადგარებით.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, აგრარულ და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტს უკვე ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 461707.02 ლარია. აღნიშნული ინსტიტუტი სამი სამეცნიერო განყოფილებისა და 15 სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიისაგან შედგება და საქართველოში ერთადერთია.

უწყების ცნობით, მნიშვნელოვანი კვლევითი დაწესებულების ინფრასტრუქტურა უმძიმეს მდგომარეობაში იყო. არასათანადო პირობების გამო ინსტიტუტი სრულფასოვნად ვერ ფუნქციონირებდა. ამ ეტაპზე შენობა სრულად რეაბილიტირებულია და მალე ახალი ტექნიკით აღიჭურვება. გაწეული სამუშაოები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ერთად დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები