პატრიარქი დღეს ივერიის ღვთიმშობლის სახელობის ხატის ტაძრის გუმბათის ჯვარს აკურთხებს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ხატის ტაძრის გუმბათის ჯვარს აკურთხებს. კურთხევის ცერემონიალი 19:00 საათისთვის გაიმართება. ნაკურთხი ჯვარი კი ტაძრის გუმბათზე ხვალ, 21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობის დღეს, 12:00 საათზე, უწმინდესის კურთხევით, ერთობლივი ლოცვის შემდეგ აღიმართება.
როგორც ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდ “ივერიაში“ აცხადებენ, მსურველებს ჯვრის მოლოცვა მთელი ღამის განმავლობაში შეეძლებათ. მათივე ინფორმაციით, მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარს საქართველოში და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები ერთიანი ძალისხმევით და თანაბარი მონაწილეობით აშენებენ.
დღეისათვის ტაძრის აღმშენებელთა წიგნში 1 200 000 სახელი და გვარია შეტანილია. მსურველთა გაწევრიანება გრძელდება.