20-21 სექტემბერს მგზავრებს მახათას მთაზე უფასო ავტობუსები მოემსახურება

 

20-21 სექტემბერს მგზავრებს მახათას მთაზე უფასო ავტობუსები მოემსახურება. ამის შესახებ “კვირას“თბილისის მერიიდან აცნობეს.
“20 სექტემბერს მახათას მთაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მიერ ტაძრის გუმბათზე დასადგმელი ჯვრის კურთხევა გაიმართება. 21 სექტემბერს მოხდება ჯვრის აღმართვა. ამასთან დაკავშირებით თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით, დაინიშნა დამატებითი უფასო მუნიციპალური ავტობუსის მარშრუტები. კერძოდ, 20 სექტემბერს, 15:00-დან 24:00 საათამდე და 21 სექტემბერს, 08:00 საათიდან შუადღემდე მგზავრებს მახათას მთამდე გადაადგილება შეეძლებათ: ვარდების მოედნიდან, გადასასვლელი ხიდიდან (ხუდადოვის ქუჩის დასაწყისი) და მეტროსადგურ “ვარკეთილიდან”, – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები