ეკა ბესელია: 2012 წლის შემდეგ, პირველად გაჩნდა გამამართლებელი განაჩენები ოპონენტების მიმართ

საქართველოს სასამართლო სისტემაში, პრობლემები ჰქონდა. 2012 წლის შემდეგ, პირველად გაჩნდა გამამართლებელი განაჩენები პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

ბესელიას თქმით, კოალიცია “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, ბოლო 3 წლის განმავლობაში, წინასწარი პატიმრობა 36%-ით ნაკლებად გამოიყენება.

“2012 წლის შემდეგ, პირველად გაჩნდა გამამართლებელი განაჩენები პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. არსებობს ძალიან ბევრი საერთაშორისო დოკუმენტი, სადაც გვეუბნებოდნენ, რომ საქართველოს ჰქონდა სასამართლო სისტემაში პრობლემები, საქართველოს 99,9 გამამტყუნებელი განაჩენი ჰქონდა. სამართლიანი სასამართლო მხოლოდ ბოკერიასთვის, ახალაიასთვის და უგულავასთვის ხომ არ უნდა დაბრუნდეს?! ის, რომ 36%-ით ნაკლებად გამოიყენება წინასწარი პატიმრობა ვიდრე წინა წლებში, ეს ხომ მეტყველებს იმაზე, თუ საით მივდივართ. ამ პოლიტიკური დევნის პირობებში ხელისუფლებიდან ზეწოლა თუ არის სასამართლოზე, რა მექანიზმია ისეთი, რომლითაც სასამართლომ მოახერხა თავისუფლების ის ხარისხი ეპოვნა, რომელითაც ჯერ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილების სახით”, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები