ანა დოლიძე სტუდენტებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე „საქართველოს პროგრესული ფორუმის“ ფარგლებში გამართული სემინარის მონაწილე სტუდენტებს სოციალური სამართლიანობის თემაზე ესაუბრა. ფორუმში საქართველოს მასშტაბით შერჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ. პროექტის ორგანიზატორი „საქართველოს პროგრესული ფორუმი“ და ფრიდრიხ ებერტის ფონდია.
ანა დოლიძემ სტუდენტებთან შეხვედრისას თავდაცვის სამინისტროს საქმიანობაში სოციალური სამართლიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„სოციალური სამართლიანობის იდეა ძალიან მნიშვნeლოვანია სამინისტროს საქმიანობაში. ჩვენი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანია ვალდებულებებისა და სიკეთეების სამართლიანი გადანაწილება. ამ იდეაზე ვისაუბრე დღეს პროგრესული ფორუმის ფარგლებში. საინტერესო დისკუსია გაიმართა. სასიამოვნო იყო სამინისტროს იდეების პროგრესული ახალგაზრდებისთვის გაზიარება. იმედი მაქვს, მსგავსი შეხვედრები კიდევ გვექნება“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოს პროგრესული ფორუმი ნატახტარში, სასტუმრო „ვანილა სქაი“-ში 18 სექტემბერს დაიწყო და 21 სექტემბრამდე გაგრძელდება.