გულიკო ზუმბაძე გახოკიძის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი, გულიკო ზუმბაძე გახოკიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა, რომლებიც საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემას ითხოვენ.მოსახლეობის განცხადებით, 67 ოჯახი უკვე წლებია სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ შენობა-ნაგებობებში ცხოვრობს და აღნიშნული ფართების დაკანონებას ითხოვს.
გულიკო ზუმბაძეს თქმით, საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სწორედ ამ ტიპის პრობლემის მოხსნა წარმოადგენს, თუმცა განმარტა, რომ აღნიშნული საკითხების გადაწყვეტა ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის სააგენტოს პრეროგატივაა.
„ვფიქრობ, დროა ადამიანებმა იცოდნენ საკუთარი მომავლის შესახებ და დროა ხელისუფლებამ, ანუ ჩვენ, ჩამოვაყალიბოთ ჩვენი სტრატეგია, თუ როგორ გავუმკლავდეთ ამ ტიპის პრობლემებს. აუცილებელია მოხდეს ამ თემის გააქტიურება, ამიტომ უახლოეს მომავალში ვგეგმავ გაფართოებული სხდომის ჩატარებას, სადაც მოწვეული იქნებიან თანამდებობის პირები, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ აღნიშნული პრობლემები და მოვითხოვთ სახელმწიფომ ჩამოაყილობოს თავისი გეგმა, თუ როგორ აპირებს ამ საკითხის მოგვარებას“,- განაცხადა საკრებულოს წევრმა.
საკრებულოს დეპუტატი მოსახლეობის სხვა პრობლემებსაც გაეცნო და მისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები