დათა ახალაიას ადვოკატი თბილისის პროკურატურაში იმყოფება

  დათა ახალაიას ადვოკატი უკვე რამდენიმე საათია თბილისის პროკურატურაშია. ირაკლი ზაქარეიშვილს საგამოძიებო ორგანოში „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ მასალებს გადასცემენ.
პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები 7 ტომს შეადგენს. დღეს დილით ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ საქმეში სახაზინო ადვოკატი ჩართო, რითაც საქმიდან მის ჩამოშორებას ცდილობდა.
ადვოკატის ბრალდებებს დღესვე პროკურატურაშიც უპასუხეს. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღის ბოლომდე იმსჯელებს. პროკურატურამ, წინასწარი პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები