„2 – 23 – 62…“ – ზარი თავშესაფრიდან: „დე, მა, თქვენ ხართ?“ – ვიდეო

თითოეულის თვალებში დიდი ტკივილი, მონატრება და სევდა იმალება. უცრემლოდ იქ საკუთარ წარსულს ვერავინ იხსენებს. თითოეული მათგანი ერთ დროს ცხოვრების მწვერვალზე იმყოფებოდა, მაგრამ ბედისწერის უკუღმართობისა თუ ადამიანთა გულქვაობის წყალობით, მათ ერთადერთ და ბოლო იმედად თავშესაფარი ხდება, სადაც დროდადრო მონატრებულ შვილებზე ხშირად სრულიად უცხო ადამიანები სტუმრობენ.12025556_925944387454614_38359204_n
ბევრი ხანდაზმულისთვის, რომელიც სიბერეში სხვადასხვა მიზეზის გამო, მარტო დარჩა, თავშესაფარში გადასვლა არის არა მხოლოდ მარტოობასთან გამკლავებისა და ადამიანური ურთიერთობების შენარჩუნების საშუალება, არამედ, კვების, ღამის გასათევის საშუალებაც.
საკუთარი შვილებისგან, ახლობლებისგან მიტოვებული, სახლიდან გამოყრილი და თავშესაფარს ძლივს შეგუებული მოხუცების ადგილი ერთ შენობაშიც არ აღმოჩნდა. მოხუცთა თავშესაფარი დანგრევის საშიშროების წინაშეა. მის მფლობელს და უცხოელ ინვესტორებს მარკეტინგული მიზნები ამოძრავებს. ალტერნატიული ვარიანტი კი სასფლაოს გვერდითაა.
მოხუცთა თავშესაფრის ბინადრების ერთადერთი ნათელი წერტილი და უკანასკნელი იმედი მარტოდ დარჩენილი რეჟისორი ქალია, რომელიც „მეფე ლირის“ დადგმას გადაწყვეტს. პირადი დრამით და უსიამოვნებებით სავსე დოდო, იქ სადაც სიცოცხლე და ღირებულებები არ ფასობს, მოხუცების უკანასკნელი იმედია. იგი საკუთარი ჰუმანურობით და ადამიანურობით ამტკიცებს, რომ ცხოვრება ყოველთვის მშვენიერია და უმჯობესია, წუწუნის მაგივრად, ყოველი წუთით დატკბნენ.12025577_925944390787947_224505759_n
მწარე რეალობა და მოხუცთა თავშესაფარში დარჩენილი მარტოსული ადამიანების ისტორია, სადაც ოდესმე შეიძლება ყოფილ მეუღლეს, დიდ სიყვარულსაც შეხვდეთ, რეჟისორმა ოთარ ბაღათურიამ საკუთარ პიესაში „მეფე ლირი თავშესაფარში“ გადმოსცა და მოზარდმაყურებელთა თეატრის სცენაზე გააცოცხლა. სპექტაკლი-აქციის „მეფე ლირი თავშესაფარში“, რომელიც დღევანდელ ყოფას ეხმიანება და მუდმივად აქტუალურია, პრემიერა 17 სექტემბერს გაიმართა და მოზარდმაყურებელთა თეატრის 88-ე თეატრალური სეზონი გაიხსნა.
სპექტაკლის რეჟისორი ოთარ ბაღათურია, მხატვარი აივენგო ჭელიძე, კოსტიუმების მხატვარი მაია სხირტლაძე, კომპოზიტორი და არანჟირების ავტორი – ლექსო ტურიაშვილი.12029133_925944397454613_306814220_n სპექტაკლში მონაწილეობენ: ნინო არჩაია, მაკა გოგიჩაიშვილი, ნათია კუპატაძე, თამარ ლოლაშვილი, ნათელა პაატაშვილი, ქეთევან ქიტიაშვილი, ქეთევან შერვაშიძე, ქეთი ჩაჩუა, ბერტა ხაფავა, ნელი ჯავახიშვილი, ვახტანგ ახალაძე, მერაბ ბრეკაშვილი, გია გოგიშვილი, ირაკლი გოგოლაძე, რატი გოგუაძე, ლაშა გრძელიძე, ვანო დუგლაძე, რაჟდენ კერვალიშვილი, პაატა კიკვაძე, ბესო მეგრელიშვილი, სოსო მოლოდინაშვილი, მამუკა მუმლაძე, რატი ნავაძე, მერაბ შარიქაძე, სერგო შვედკოვი.
სპექტაკლი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.
სპექტაკლ-აქციას მხარი დაუჭირა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა და შეძენილი ბილეთები თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატს გადაეცა.

მზევინარ ხუციშვილი
კახა გოგიჩაიშვილი

12032460_925944380787948_112168024_n

12033550_925944394121280_1566194939_n

12047595_925944377454615_464165607_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები