დავით საგანელიძე შესაძლოა, საპარტნიორი ფონდის ხელმძღვანელად დაინიშნოს
დავით საგანელიძემ შესაძლოა, პარლამენტი დატოვოს და საპარტნიორი ფონდის ხელმძღვანელად დაინიშნოს, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში გავრცელდა.
თუმცა, მიუხედავად ზემოხსენებულისა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
მეჭიაურს მიაჩნია, რომ საპარტნიორი ფონდის აღმასრულებელ დირექტორად დავით საგანელიძის გადასვლა უმრავლესობისთვის დანაკლისი იქნება.
საპარტნიორო ფონდის ახლანდელი ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრობის კანდიდატად არის წარდგენილი.