ზურაბ ტყემალაძე გიგი უგულავას გათავისუფლებაზე: ბიძინა ივანიშვილი არ ჩარეულა
ბიძინა ივანიშვილი არც ჩარეულა, არც ერევა და დარწმუნებული ვარ, არც ჩაერევა არასდროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ გიგი უგულავას გათავისუფლების გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოსახლეობაში ნდობა დაკარგა.
„ნდობა დაკარგეს მოსახლეობაში თავიანთი განვლილი, ასე ვთქვათ, ქმედებებიდან გამომდინარე. მოსახლეობა დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ ნდობას არ და ვერ უცხადებს. ბიძინა ივანიშვილი არც ჩარეულა, არც ერევა და, დარწმუნებული ვარ, არც ჩაერევა არასდროს. მან განაცხადა და თავის სიტყვას ის ყოველთვის ასრულებს“, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.