დავით უსუფაშვილი: თუ ვინმე არაფერ შუაშია ამ კონკრეტულ საკითხში, ეს არის პროკურატურა

„პროკურატურა მოქმედებდა მოქმედი კანონის შესაბამისად, როდესაც გადაწყვეტილებებს იღებდა. ის სასამართლოები მოქმედებდნენ მოქმედი კანონის შესაბამისად“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღევანდელი ბიუროს სხდომაზე პროკურატურის მისამართით უარყოფითი განცხადებების საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, თუ ვინმე არაფერ შუაშია ამ კონკრეტულ საკითხში, ეს არის პროკურატურა.
„დღეს მესმის განცხადებები, რომ სახეზეა პროკურატურის კოლაფსი. თუ ვინმე არაფერ შუაშია ამ კონკრეტულ საკითხში, ეს არის პროკურატურა. ეს არიან ის მოსამართლეები, რომლებმაც თავის დროზე მიიღეს გადაწყვეტილებები. თუ ვინმე შუაშია, ვის მიუღია არასწორი და არაკონსტიტუციური კანონები, რის საფუძველზეც შემდგომ მიდიოდა პრაქტიკა, ეს არის წლების წინ მიღებული გადაწყვეტილებები პარლამენტის მიერ.
აქ ახლა ჩვენ არ ვიხსნით და არ უნდა მოვიხსნათ პასუხისმგებლობა ჩვენ თავზე იმიტომ, რომ ბევრი კანონი გავასწორეთ, ბევრი კიდევ უნდა გავასწოროთ, ესეც შეიძლება მალე გაგვესწორებინა, ხვალ კიდევ შეიძლება სხვა თემები აღმოვაჩინოთ. მაგრამ ახლა თითის გაშვერა, ვინაა და ვისი კოლაფსია, კოლაფსი იმისია, ვინც დღემდე ხმა არ ამოიღო, ჩემით დაწყებული და პატივცემული ოპოზიციონერებით დამთავრებული, ვისაც ჰქონდა საკანონმდებლო ინიციატივის უფლება. ასე, რომ სხვების კოლაფსზე ლაპარაკი არ გვინდა“,-განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები