თოჯინების თეატრი ყაზახეთის მსოფლიო თოჯინური თეატრების ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

მიმდინარე წელს 20-დან 26 სექტემბრის ჩათვლით ქალაქ ალმა-ატაში მე-4 მსოფლიო თოჯინური თეატრების ფესტივალი ტარდება. ალმა-ატის საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობის მიღებაზე თეატრმა ჯერ კიდევ, გასულ წელს გამართულ თბილისის თეატრალურ ფესტივალზე მიიღო სიტყვიერი მოწვევა.
ფესტივალზე თავს მოიყრიან სხვადასხვა ქვეყნის ფესტივალების სამხატვრო ხელმძღვანელები. პროექტის მიზანია, მოახდინოს ქართული თოჯინური თეატრის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ. დაამყაროს საჭირო თეატრალური კავშირები და გამონახოს უცხოეთის თეატრებთან და საერთაშორისო ფესტივალებთან თანამშრომლობის გზები. თოჯინების თეატრის საქველმოქმედო სპექტაკლს გამართავს ალმა-ატის უდედმამო ბავშვთა სახლში. ასევე, 20 სექტემბერს დასი მონაწილეობას მიიღებს კარნავალში, რომელიც ფესტივალის გახსნისას გაიმართება.
სპექტაკლი „ფერადი ნისლების სანაპირო“, რომელიც ყაზახეთის ფესტივალისათვის შეირჩა, უ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტას“ საბავშვო ვერსიას წარმოადგენს.
ინსცენირების ავტორი: ელენე მაცხონაშვილი; რეჟისორი: დავით მაცხონაშვილი; მხატვარი: ვახტანგ ქორიძე; კომპოზიტორი: შალვა მაცხონაშვილი. მონაწილეობენ მსახიობები: თამთა ბაქრაძე, მალხაზ გაბუნია, თეა კიწმარიშვილი, მაია მალხაზიშვილი, გიორგი მეძმარიაშვილი, გიორგი ტალახაზე, ნათია შეშაბერიძე, ნათია ხმიადაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები