„დღეს მარგველაშვილმა საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი და ღიად თქვა, რომ „ნაცი“ ვიყავ, „ნაცი“ ვარ და „ნაცად“ მოვკვდებიო“

დღეს, ბატონმა მარგველაშვილმა საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი და ღიად თქვა , რომ „ნაცი“ ვიყავ, „ნაცი“ ვარ და „ნაცად“ მოვკვდებიო, – ასე ეხმაურება ლადო ბედუკაძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებას. ლადო ბედუკაძე გიორგი მარგველაშვილს მწვავედ აკრიტიკებს. “მარგველაშვილის პერსონის შესახებ უმთავრესად ივანიშვილის სიტყვები მახსენდება: ეს თუ არ იქნება პრეზიდენტი, ხელებიც დამიბანია და თანამდებობას კი არა, უფრო მეტიც, ქვეყანას ვტოვებო … აბა, ადამიანების ცნობა მე როგორ შემეშლება, მენდეთ და ეს კაცი (პლასტელინის) ხათრით აირჩიეთ პირველ პირადო. ვენდეთ, ავირჩიეთ და სულ რაღაც თვეებში ისეთი პოლიტიკური მადა აღეძრა… მტრისას!
მე, ერთი პარტიის კი არა, მთელი ერის მიერ არჩეული (ხათრით არ უთქვამს მაშინ) პრეზიდენტი ვარ, მინდა ვეტოს დავადებ და მინდა ავლაბრის რეზიდენციაში დედიშობილა ვირბენო..
ეს არაა მთავარი… მნიშვნელოვანი მისი სულიერი სიამტკბილობაა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც თავადვე ნეოფაშისტურს, მიუღებელს, არაკონსტრუქციულს, არაპრაგმატულს და ათასი ფილოსოფიური ტერმინებით ამკობდა…
დღეს ბატონმა მარგველაშვილმა (მაპატიეთ, რომ მას ჩემს პრეზიდენტად ვერ ვიხსენიებ) საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი და ღიად თქვა, რომ „ნაცი“ ვიყავ, „ნაცი“ ვარ და „ნაცად“ მოვკვდებიო…
ერთ რჩევას მოგცემთ, ბატონო გიორგი, ძალიანაც ნუ შეიჭრებით როლში, ამ მართლაც რომ გმირმა ხალხმა ქვეყნის უბოროტესი ჭირი -სააკაშვილი (თუმცა, ჯერ საბოლოოდ ვერა) მოისროლა პოლიტიკურ სანაგვეზე და თქვენ ვისი ტიკი -ტომარა ხართ?“,-წერს ლადო ბედუკაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები