თბილისის „აბრეშუმის გზის“ ფორუმის სამზადისი დასასრულს უახლოვდება

თბილისის „აბრეშუმის გზის“ ფორუმის სამზადისი დასასრულს უახლოვდება, – საორგანიზაციო საკითხები კომისიის სხდომაზე განიხილეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, სრული დატვირთვით ფუნქციონირებს ოფიციალური ვებგვერდი: www.tbilisisilkroad.ge, რომელზეც ფორუმში მონაწილეობის მსურველებს როგორც დარეგისტრირება, ასევე – ყველა საჭირო ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.
„თბილისის „აბრეშუმის გზის“ ფორუმში, მაღალი რანგის წარმომადგენლობით მონაწილეობა, როგორც სამთავრობო დონეზე, ისე – ბიზნესის კუთხით, არაერთმა ქვეყანამ დაადასტურა. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად უკვე 200-ზე მეტი ბიზნესმენი დარეგისტრირდა. ფორუმზე ასევე წარმოდგენილი იქნებიან საერთაშორისო ორგანიზაციები და ფინანსური ინსტიტუტები.
„აბრეშუმის გზის“ ფორუმს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაარსდა, თბილისი 15-16 ოქტომბერს უმასპინძლებს. ახალი პლატფორმა ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ტრანსპორტის, ვაჭრობის სფეროში, ასევე ბიზნესებს შორის კავშირებისა და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას“, -აღნიშნავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები