ნიკო ფიროსმანაშვილის ორი ნამუშევრის რესტავრაცია დასრულდა

2015 წელს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში დაცულ ფიროსმანის ორ ნამუშევარს – „შოთა რუსთაველი მაგიდასთან“ და „ქალი სააღდგომო კვერცხებით“ რესტავრაცია ჩაუტარდა.
რესტავრაცია წინასწარ შედგენილი კვლევითი და სარეაბილიტაციო – საკონსერვაციო პროექტის მიხედვით შესრულდა, რომლის ფარგლებშიც ნამუშევრებზე სხვადასხვა აღდგენითი სამუშაო განხორციელდა (მოხდა დუბლირება ტილოზე, დაზიანებული ფერწერული ფენა შეივსო სარესტავრაციო გრუნტით, ზედაპირი გაიწმინდა და დაიფარა დამცავი ლაქით, დამუშავდა სურათის ზურგის მხარე, გამაგრდა ნახევები და ფერწერული ფენა, მუყაოს ზედა ფენის დანაკარგების ადგილას გაკეთდა ჩასმები).
რესტავრირებული ნამუშევრების მირზაანის მუზეუმში დაბრუნების შემდეგ, დამთვალიერებელს ფიროსმანის სრული კოლექცია (თოთხმეტი ნამუშევარი) დახვდება.

12032525_925391954176524_898991651_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები