კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს
17-18 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციის მთავარი თემებია – „თემების მიერ მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიული ქალაქებისთვის“ (COMUS) და „ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პროგრამა – კულტურა და კრეატიულობა“.
კონფერენციის ფარგლებში კულტურის სამინისტრო 6 ქვეყნის (აზერბაიჯანი, ბელორუსია, მოლდავეთი, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) დელეგაციას მასპინძლობს. კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, ისტორიული ქალაქების მერები, უცხოელი ჟურნალისტები, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები ეწვევიან.