საერთაშორისო ფესტივალთან – „ფესტინოვა G-15“-თან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა

16 სექტემბერს, არტ-ვილა გარიყულაში ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების მე-7 საერთაშორისო ფესტივალთან – „ფესტინოვა G-15“-თან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი, ფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი ყარამან ქუთათელაძე, არტ-ვილა გარიყულას პროექტების ხელმძღვანელი მაია ჩიკვაიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თამარ მარგველაშვილი და ფესტივალში მონაწილე ხელოვანები გაუძღვნენ.
წლევანდელი ფესტივალი თანამედროვე ხელოვნების რეგიონული ცენტრის – არტ-ვილა გარიყულას დაარსებიდან მეთხუთმეტე წლისთავს ეძღვნება. საიუბილეო ფესტივალის თემაა G-15 – გადატვირთვის ფიზიკური ფენომენის მეტაფორა, რომელიც არტ-ვილას განვლილ ისტორიას ასახავს.
წლევანდელმა ფესტივალმა ქართველებთან ერთად, მსოფლიოს ათი ქვეყნიდან ჩამოსული ხელოვანები გააერთიანა: აშშ, საფრანგეთი, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, ლიტვა, ლატვია, რუსეთი, აზერბაიჯანი, ირანი. სამოცდაათკაციანი საერთაშორისო არტისტული კომუნა, უკვე თვეზე მეტია, ფესტივალისთვის ემზადება და არტ-ვილა გარიყულაში, თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა ფორმატში ქმნის ნამუშევრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები