რაგბის 2015 წლის მსოფლიო თასი და ქართული კულტურული პროგრამა ლონდონში

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბის 2015 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაში იღებს მონაწილეობას.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 17-19 სექტემბერს, ლონდონში, ჰიბერნია უორფზე, რაგბის მე-8 საერთშორისო ჩემპიონატში ქართული გუნდის მონაწილეობის აღსანიშნავად, ქართული კულტურული პროგრამა გაიმართება. კონცერტს გამართავს ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ და ანსამბლი „შვიდკაცა“. ასევე, ჩატარდება ტრადიციული ქართული რეწვის ნიმუშების -„ქართული სუვენირების“ გამოფენა; წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინო და სამზარეულო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები