თბილისში მტკვრის სანაპიროზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქ. თბილისში მდინარე მტკვრის სანაპიროზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქე ელექტროშუკური აპარატითა და თვითნაკეთი ელექტრო ხელსაწყოებით ახდენდა თევზის მასობრივ განადგურებას.
სამართალდამრღვევს ჩამოართვეს უკანონოდ მოპოვებული 24 კგ ხრამულის სახეობის თევზი და თვითნაკეთი ხელსაწყოები.
მის მიმართ შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, საქმე კი შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა შესაბამის ორგანოებს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ბოლო 3 თვის განმავლობაში გარემოსდაცვითი კანონდარღვევის 1262, კერძოდ კი-უკანონო თევზჭერის 119 ფაქტი გამოვლინდა.