დღეს რეზო ჭეიშვილი დაკრძალეს

მწერალი რეზო ჭეიშვილი ანდერძის მიხედვით, დღეს ქუთაისში დაკრძალეს.
მწერლის სამოქალაქო პანაშვიდი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში გაიმართა, რომელსაც მოქალაქეები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, მწერლები და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დაკრძალვას ქალაქის პანთეონში უამრავი ადამიანი დაესწრო. გარდაცვლილის ოჯახს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მიუსამძიმრა. რეზო ჭეიშვილი 82 წლის ასაკში 11 სექტემბერს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები