დავით ბაქრაძე SIDA-ს თავმჯდომარეს შეხვდა

14 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ შეხვედრა გამართა საქართველოში შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) თავმჯდომარესთან ევა გიბსონ სმედბერგთან.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს SIDA-ს დახმარების ფარგლებში მიმდინარე აქტივობები. საუბარი შეეხო თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. ამ კონტექსტში მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში ახლად შექმნილი სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის შესაძლებლობების განვითარებასა და სამომავლო ხელშეწყობის პერსპექტივაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები