თინა ხიდაშელი თანამედროვე მსოფლიოს უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ ისაუბრებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს ესტუმრა.
თავდაცვის მინისტრი სიტყვით გამოვა თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტში (RUSI), რომელიც ადგილობრივი დროით 16:00 საათზეა დაგეგმილი.
თინათინ ხიდაშელი თანამედროვე მსოფლიოს უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ ისაუბრებს და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე გაამახვილებს ყურადღებას. გამოსვლის მთავარი თემებია: როგორ გავუმკლავდეთ ანტაგონისტურ რუსეთს, ევროპის უსაფრთხოება და უკრაინის კრიზისი, საქართველოს წვლილი ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ნატო-საქართველოს ურთიერთობები და ტერორიზმთან ბრძოლაში შესაძლო თანამშრომლობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები