დევიდ პრაისი: უკრაინა და საქართველო ნამდვილად არიან დემოკრატიულ სამყაროში გაწევრიანების რეალური პრეტენდენტები

უკრაინა და საქართველო, როგორც ჩვენი ბოლო ვიზიტიდან დავრწმუნდით, ნამდვილად არიან დემოკრატიულ სამყაროში გაწევრიანების რეალური პრეტენდენტები, – ამის შესახებ “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან საუბარში ამერიკელი კონგრესმენი, “დემოკრატიული პარტიის” წარმომადგენელი დევიდ პრაისი აცხადებს, რომელიც ცოტა ხნის წინ ორივე ქვეყანაში იმყოფებოდა.
კონგრესმენი საქართველოსა და უკრაინის დახმარების მნიშვნელობაზეც საუბრობს.
“უკრაინა და საქართველო, როგორც ჩვენი ბოლო ვიზიტიდან დავრწმუნდით, ნამდვილად არიან დემოკრატიულ სამყაროში გაწევრიანების რეალური პრეტენდენტები. ორივე ქვეყანა სირთულეებს უპირისპირდება, ეკონომიკურსა და პოლიტიკურს, უკრაინაში ღია კონფლიქტია რუსეთთან, საქართველოში კი – გაყინული კონფლიქტები, და რუსეთის აგრესია იზრდება. ამიტომ, ჩვენი რწმენით, აქ მთავარია ამ ორი ქვეყნის უნარი – საკუთარი მმართველობა გააძლიეროს, პოლიტიკური მმართველობის, პოლიტიკური რეფორმის წარმატება შეძლოს, რაც მოსახლეობას მისცემს ლეგიტიმურ ნდობას, ხედვას და რწმენას ჩაუსახავს განვითარებასთან დაკავშირებით.
ჩემი მუშაობით ამ კომისიაში, როცა საქართველოსა და უკრაინის პარლამენტებთან ვთანამშრომლობ, სწორედ ამას ვაკეთებ. დახმარების ფორმებს, მიმართულებებს და რაოდენობას მუდმივად უნდა ვუბრუნდებოდეთ. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ იარაღის მიწოდება-არ მიწოდებაზე საუბარი, უკრაინის შემთხვევაში, არამედ ბევრი სხვა რამ, რაც უნდა გააკეთოს ამერიკამ და ევროპამ – ტრენინგების, რეკომენდაციების ჩათვლით. რაც, ერთი მხრივ, მხარდაჭერას და კარგ სიგნალს გააგზავნის, მეორე მხრივ, საქართველოს და უკრაინის მაგალითზე – გაზრდის ქვეყნების უნარებს და გააუმჯობესებს მათი მომზადების დონეს. ჩვენ ევროპა ვერ გვიკარნახებს, როგორი დახმარება უნდა გავგზავნოთ, მაგრამ განსაკუთრებით ამ სფეროებში კარგია, თუ მათთან ვისაუბრებთ და ერთობლივ მიდგომას გამოვნახავთ, როცა შესაძლებელია“,- აცხადებს დევიდ პრაისი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები