„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ნოდარ ხადურის მოსმენას ითხოვს
„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო უმცირესობის ფორმატში ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურისგან პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშის წარდგენას ითხოვს.
აღნიშნული ინიციატივა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის მისამართით გამოთქვა.
ნოდარ ხადურს პარლამენტში 17 სექტემბრისთვის იბარებენ.