შსს-მ ბათუმში ბანკის ძარცვის ფაქტი აღკვეთა

   ბათუმში „საქართველოს ბანკის“ ძარცვის მცდელობისთვის სამართალდამცველებმა 1990 წელს დაბადებული ჯემალ შ. ძარცვის ბრალდებით დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებული საქართველოს ბანკის ბათუმის ერთ-ერთ ფილიალში იმ დროს დააკავეს, როცა ის ბანკის შენობაში ძარცვის მიზნით შევიდა და ცივი იარაღის მუქარით ბანკის თანამშრომლებს ფულს სძალავდა.
ბანკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა საგანგაშო ღილაკით დაცვის პოლიცია გამოიძახა. ბათუმის დაცვის პოლიციის ოპერატიული რეაგირების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე 2 წუთში გამოცხადდა. მათ ჯემალ შ. შეაჩერეს და შემდგომი რეაგირებისთვის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებს გადასცეს.
გამოძიება ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები